×
გოგო
ბიჭი
ტანსაცმელი
ფასდაკლება
espacho

წესები და პირობები

რეგისტრაცია

www.espacho.ge -ზე პროდუქციის შეძენა შეუძლია, როგორც რეგისტრირებულ ასევე დაურეგისტრირებელ მომხმარებელს.

ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას თქვენ ქმნით პირად პროფილს, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ თქვენი პირადი მოხმარებისთვის. ამასთან რეგისტრაციის პროცესში ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეგიძლიათ ელექტრონული ვაჭრობის განხორციელება. 

რეგისტრაციის უპირატესობები:

რეგისტრაციის დროს შეყვანილი ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში მომხმარებელმა აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეცვალოს ვებ-გვერდზეც საკუთარ პროფილში.

რეგისტრაციის პროცესი

რეგისტრაციის მსურველმა მომხმარებელმა ჩვენს საიტზე  „რეგისტრაციის“ შესაბამის ღილაკზე დაჭერით უნდა გახსნას „რეგისტრაციის“ ე.წ ფანჯარა და შეავსოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

პროფილის გააქტიურებისთვის და ყველა ბენეფიტით სარგებლობისთვის აუცილებელია, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე მოსულ შეტყობინებაზე, პროფილის გააქტიურების დადასტურება.

მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციის ან და პროდუქციისეძენისას,  სრულად და სწორედ მიუთითოს კონკრეტული პროცედურისთვის საჭირო ინფორმაცია.

კომპანია არ იღებს არანაირ ვალდებულებას რაიმე სახით მოახდინოს მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციის სისწორის გადამოწმება. თუმცა საჭიროებისამებრ კომპანია უფლებამოსილია მსგავსი ქმედება განახორციელოს მომავალში გაუგებრობის პრევენციისთვის.

კონფიდენციალობა

თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენივე საუკეთესო ინტერესებისთვის, რათა სრულად მიიღოთ ის ბენეფიტები რასაც რეგისტრაციის პროცესი გულისხმობს. საიტზე მოთხოვნილია მხოლოდ ის პერსონალური ინფორმაცი, რომელიც საჭიროა მომსახურების გასაწევად.

ჩვენს მიერ დაუშვებელია თქვენი პირადი მონაცემების სხვა, მესამე, პირისთვის გადაცემა. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

კონფიდენციალობა და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება ყველა იმ კონტროლის მექანიზმებით, რაც სტანდარტულად გამოიყენება  საიტის ადმინისტრირების პროცესით.

კონფიდენციალობის და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის მიზნით პერიოდულად საჭირო გახდება თქვენი პროფილის სხვადასხვა მონაცემის განახლება, ძირითად ეს განახლება შეეხება თქვენს პაროლს. აღნიშნული რეკომენდირებული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობების დადგომისას მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე ან და პირადი პროფილის სივრცეში. შეგახსენებთ, რომ თქვენს პირად გვერდზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ თქვენს მიერ რეგისტრაციის დროს შერჩეული „მომხმარებლის სახელის“ და „პაროლის“ ზუსტი კომბინაციით.

თუ თქვენ გექნებათ საფუძვლიანი ეჭვი ან და გაიგებთ, რომ თქვენი პირადი პროფილით სარგებლობს სხვა, მესამე, პირი გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 598 88 99 00 .  

იმისთვის რომ დაცული იყოს თქვენი კონფიდენციალობა, გთხოვთ თქვენს პირად პროფილზე შესვლის პაროლი არ გაუზიაროთ სხვა ადამიანებს და მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი პირადი მონაცემები.  

მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავისი პირადი პროფილით არაუფლებამოსილი პირის მიერ უნებართვო სარგებლობაზე. კომპანია ყოველთვის ივარაუდებს, რომ ყოველი ინდივიდუალური პროფილით სარგებლობს მისი ფაქტიური, უფლებამოსილი, კანონიერი მეპატრონა მანამდე სანამ კონკრეტული ინდივიდისგან არ მიიღებს ამ ფაქტის უარმყოფელ შეტყობინებას ან და სამხილს.

ცვლილებები

რეგისტრაციის და პროდუქციის შეძენის,  მისამართის მითითების ინსტრუქცია

მისამართი უნდა იყოს ზუსტი და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

მაგალითად: თბილისი, 0105, შოთა რუსთაველის გამზირი 2, კორპუსი N 7, ბინა N15;

ამანათის მიმღების და მყიდველის სახელი და გვარი უნდა მიუთითოთ ზუსტად ისე, როგორც პირადობის მოწმობაშია.

პროდუქციის დაბრუნება / ჩანაცვლება / გადაცვლა

    1. პროდუქციის დაბრუნება ხდება მხოლოდ პროდუქციის დაბრუნების ინსტრუქციის შესაბამისად.
    1. პროდუქციის ჩანაცვლება / გადაცვლა ხდება მხოლოდ პროდუქციის ჩანაცვლება / გადაცვლის  ინსტრუქციის შესაბამისად.
    1. დაზიანების ან და ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლება როგორც პროდუქციის დაბრუნება და თანხის უკან მიღება (პროდუქციის დაბრუნების ინსტრუქციის შესაბამისად) ასევე პროდუქციის გადაცვლა / ჩანაცვლება, თუმცა ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ, პროდუქციის დაბრუნების ინსტრუქციის შესაბამისად, მხოლოდ იმ გამონაკლისით, რომ თანხის დაბრუნების მაგივრად მყიდველის ნებით მოხდება თავდაპირველად ნაყიდი პროდუქციის გადაცვლა/ჩანაცვლება ახალი პროდუქციით.  თუ ჩასანაცვლებელი პროდუქტის ფასი მეტი იქნება თავდაპირველ პროდუქტის ფასზე მაშინ სხვაობა უნდა დაფაროს მყიდველმა, თუ პირიქით, თავდაპირველი პროდუქტის ფასი მეტი იქნება ახალ პროდუქტზე მაშინ სხვაობა დაუბრუნდება მყიდველს მისსავე საბანკო ანგარიშზე, რომელიდანაც მოხდა პროდუქციის შეძენა.
    1. პროდუქტის გადაცვლა / ჩანაცვლების დროს საფოსტო ხარჯებს იხდის მყიდველი გარდა დაზიანების ან და ქარხნული წუნის შემთხვევისა.

პროდუქციის  დაბრუნების ინსტრუქცია და პირობები

პროდუქცია შეიძლება უკან დაბრუნდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში, მაშინ როცა პროდუქტი კურიერის თანდასწრებით გაიხსნება და პროდუქტზე აღმოჩნდება  დაზიანება ან და ქარხნული წუნი. ასეთი ფაქტის დადგომისას კურიერის წასვლამდე უნდა მოხდეს ჩვენთან დაკავშირება შემდეგ მობილურის ნომერზე + 995 598 88 99 00.

ნაბიჯი 1. - ჩვენთან დაკავშირების შემთხვევაში, მაღაზიის მენეჯერის მიერ მოხდება ფაქტის (დაზიანების ან ქარხნული წუნის დაფიქსირება) და შესაბამისი კურიერის იდენტიფიკაცია.

ნაბიჯი 2.- მოდევნო სამუშაო დღეს ახალი კურიერი წამოიღებს დაწუნებულ პროდუქტს ჩვენს მაღაზიაში (ჩვენი ხარჯით) ან მყიდველს შეუძლია თვითონ მოიტანს პროდუქტი  მაღაზიაში.

ნაბიჯი 3. - პროდუქტის მაღაზიაში მიღებისას მოხდება მისი დათვალიერება.

ნაბიჯი 4:

აღვნიშნავთ, რომ ჩვენი კონსულტანტების მიერ პროდუქტის გამოგზავნამდე ხდება მისი დათვალიერება და მხოლოდ უნაკლო პროდუქცია  იგზავნება მომხმარებელთან. შესაბამისად პროდუქტზე ნებისმიერი დაზიანება შეიძლება ტრანსპორტირების დროს იყოს მომხდარი რისთვისაც აუცილებელია კურიერის თანდასწრებით პროდუქტის დათვალიერება და კურიერის წასვლამდე ჩვენთან დაკავშირება.